რა არის სულფასალაზინი და რისთვის გამოიყენება?
სულფასალაზინი მიეკუთვნება სულფა პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის გამოიყენება:
- ნაწლავთა ანთებითი დაავადებების (IBD) სამკურნალოდ, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. პრეპარატი ამცირებს ნაწლავის ლორწოვან გარსში ანთებას და სიმპტომებს.
- რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, როგორც დაავრების მოდიფიცირებელი ანტირევმატული საშუალება (DMARD), რომელიც ანელებს სახსრების დაზიანების პროგრესირებას.