რა არის სომნოლი და რისთვის გამოიყენება?
ზოპიკლონი მიეკუთვნება ე.წ. „Z-წამლებს“. ის ჰგავს ბენზოდიაზეპინებს, მაგრამ უფრო სელექციური საძილე საშუალებაა. მოქმედებს თავის ტვინის GABA რეცეპტორებზე და ხელს უწყობს სწრაფად დაძინებას, ღამის გამოღვიძებების შემცირებას და ძილის ხანგრძლივობის გაზრდას.
გამოიყენება მოზრდილებში უძილობის მოკლევადიანი სამკურნალოდ, როცა ძილის დაწყება, შენარჩუნება ან ადრეული გამოღვიძება ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს და არამედიკამენტოზური მეთოდები (ძილის ჰიგიენა) არ შველის. ექიმი დანიშნავს მხოლოდ ამ შემთხვევაში.