სირდალუდი 4მგ #30ტ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ სირდალუდი, თუ:
- გაქვთ ალერგია ტიზანიდინზე ან ტაბლეტის რომელიმე კომპონენტზე.
- იღებთ ფლუვოქსამინს ან ციპროფლოქსაცინს (ამ პრეპარატების ერთდროული მიღება აკრძალულია).
- გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
მიიღეთ სიფრთხილით:
- თირკმლის უკმარისობისას: ექიმი შეამცირებს დოზას.
- 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში: მკურნალობა დაიწყება დაბალი დოზით.
- არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება უეცრად: შეამცირეთ დოზა თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობით.
- არ მართოთ ავტომობილი, სანამ არ გაარკვევთ, როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენს ორგანიზმზე.