სირდალუდი 2მგ #30ტ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: გაქვთ ალერგია ტიზანიდინზე ან ტაბლეტის რომელიმე კომპონენტზე; იღებთ ფლუვოქსამინს ან ციპროფლოქსაცინს (კატეგორიულად აკრძალულია ერთობლივი მიღება); გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
სიფრთხილით: თირკმლის ფუნქციის დარღვევისას — დოზა ექიმმა უნდა შეამციროს. ხანდაზმულ პაციენტებში წნევის ვარდნის რისკი მაღალია. უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება — დოზა თანდათან უნდა შემცირდეს, თორემ შესაძლოა განვითარდეს წნევის მკვეთრი მატება და ტაქიკარდია.