სიოფორი XR 500მგ#60ტ-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
მეტფორმინით მწვავე ინტოქსიკაცია იშვიათია. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ძირითადი რისკი არის ლაქტური აციდოზის განვითარება, რომლის სიმპტომებია: ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. პრეპარატის შეფუთვა თან იქონიეთ.