რა არის სენადექსინი და რისთვის გამოიყენება?
სენადექსინი საფაღარათო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება და ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას (მოძრაობას). აქტიური ნივთიერება სენა, მცენარეული წარმოშობისაა და მოქმედებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ზრდის მის მოტორიკას და აჩქარებს განავლის გამოყოფას. გამოიყენება მოკლევადიანი მკურნალობისთვის: ქრონიკული შეკრულობის (ყაბზობის) სიმპტომური თერაპიისთვის, ნაწლავების დაცლის გასაადვილებლად, მაგალითად, ქირურგიული ჩარევების ან დიაგნოსტიკური პროცედურების წინ. ATC კოდი: A06AX01.