რა არის როტარიტმილი და რისთვის გამოიყენება?
ამიოდარონი მიეკუთვნება III კლასის ანტიარითმიულ საშუალებებს. მოქმედებს გულის კუნთის უჯრედებზე — ახანგრძლივებს ელექტრულ იმპულსს და ასტაბილურებს გულის რითმს. ასევე ასუსტებს გულის ზედმეტ ელექტრულ აქტივობას.
გამოიყენება: წინაგულების ფიბრილაცია და ფრიალი (გულის ქაოტური, ჩქარი ცემა); პარკუჭოვანი ტაქიკარდია; Wolf-Parkinson-White სინდრომი; სხვა არითმიები, რომლებიც სხვა წამლებით არ კონტროლდება.
ექიმი ნიშნავს მაშინ, როცა გულის რითმის დარღვევა სერიოზულია ან სხვა ანტიარითმიული წამლები არაეფექტურია. მკურნალობა იწყება მაღალი „გამაჯერებელი" დოზით, შემდეგ გადადის შემანარჩუნებელ დოზაზე.