რა არის რაბეზოლი და რისთვის გამოიყენება?
რაბეზოლი 20 მგ მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) ჯგუფს. ის ამცირებს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას, რითაც ხსნის გულძმარვას, ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში და ხელს უწყობს წყლულოვანი დაზიანებების შეხორცებას. პრეპარატი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) და მისი სიმპტომური მკურნალობა (მაგ. გულძმარვა);
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- Helicobacter pylori-ს ელიმინაცია კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს) გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პრევენცია და მკურნალობა.