რა არის ქსილომარინი და რისთვის გამოიყენება?
ქსილომარინი 0.05% (აქტიური ნივთიერება ქსილომეტაზოლინი) დეკონგესტანტების ჯგუფის პრეპარატია. ის მოქმედებს ცხვირის ლორწოვან გარსზე, ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს შეშუპებას, რითაც აღადგენს ცხვირით სუნთქვას. გამოიყენება მწვავე რინიტის (გაციების), ალერგიული რინიტის, სინუსიტის და შუა ყურის ანთების დროს ცხვირის შეშუპების შესამსუბუქებლად. აადვილებს ცხვირის გასინჯვას ოპერაციამდე ან მის შემდეგ. ექიმის დანიშნულებით გამოიყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.