პულმოლანი 30მგ/5მლ 100მლ სიროფ-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
პულმოლანის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ხშირი (>1/100, <1/10): გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე. იშვიათი (<1/1000, >1/10000): ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი (<1/10000): ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიოედემა, სახის შეშუპება, ქოშინი, ანაფილაქსიური შოკი. თუ შეამჩნევთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.