რა არის პროსპანი სიროფი 100მლ ფლაკონი #1 და რისთვის გამოიყენება?
პროსპანი სიროფი შეიცავს სუროს ფოთლის მშრალ ექსტრაქტს, რომელიც ხასიათდება ამოსახველებელი, ბრონქოდილატაციური (ბრონქების გამაფართოებელი) და სპაზმოლიზური (კუნთების დამამშვიდებელი) თვისებებით. ის ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. პროსპანი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა და ნახველის წარმოქმნა. ესენია: ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი. ATC კლასი: R05CA12 (ხველისა და გაციების პრეპარატები, ამოსახველებლები).