რა არის პრობიოტიკი (მულტიშტამიანი) და რისთვის გამოიყენება?
Linex Forte შეიცავს სამი სახის სასარგებლო ბაქტერიას (Lactobacillus, Bifidobacterium, Enterococcus faecium), რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას. იგი გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და მის შემდეგ ნაწლავური დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელიც ვლინდება დიარეით, ყაბზობით, შებერილობით, მეტეორიზმით და მუცლის ტკივილით. პრობიოტიკები ხელს უწყობენ საჭმლის მონელების პროცესს და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.