რა არის პოლიტენზა კაფსულა 5მგ+5მგ+12.5მგ #30 და რისთვის გამოიყენება?
პოლიტენზა არტერიულ წნევას სამი მექანიზმით ამცირებს: ამლოდიპინი იწვევს სისხლძარღვების კედლის მოდუნებას, რამიპრილი ბლოკავს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) აქტივობას, რომელიც სისხლძარღვების შევიწროებას განაპირობებს, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდი ორგანიზმიდან ჭარბი სითხისა და მარილების გამოყოფას შარდის გზით აძლიერებს. სამივე კომპონენტის ერთობლივი მოქმედება წნევის უფრო ეფექტურ დაქვეითებას უზრუნველყოფს, ვიდრე თითოეული მათგანის ცალ-ცალკე გამოყენება.
პოლიტენზა ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) არ ექვემდებარება ადეკვატურ კონტროლს ერთი ან ორი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით, ან როდესაც პაციენტი უკვე იღებს ამ სამივე კომპონენტს ცალ-ცალკე და მკურნალობის გამარტივებაა საჭირო.