რა არის პეოცეფტრიაქსონი და რისთვის გამოიყენება?
ცეფტრიაქსონი მიეკუთვნება მესამე თაობის ცეფალოსპორინებს (ATC: J01DD04). მოქმედებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ბლოკირებით — ბაქტერია ვეღარ მრავლდება და იღუპება. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია და მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე.
ჩვენებები: სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვის ანთება, ბრონქიტი), შარდგამომყოფი გზების ინფექციები (პიელონეფრიტი), მენინგიტი, სეფსისი (სისხლის მოწამვლა), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, მუცლის ღრუს ინფექციები, გონორეა, ლაიმის დაავადება, ასევე ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა. ექიმი დანიშნავს მაშინ, როცა პერორალური ანტიბიოტიკი არ არის საკმარისი ან ინფექცია მძიმეა.