რა არის პარაცეტამოლი ტაბლეტი 500მგ #20 და რისთვის გამოიყენება?
პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად და სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად.
ჩვენებები
- თავის ტკივილი
- კბილის ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- მენსტრუალური ტკივილი
- გრიპის ან გაციების სიმპტომებისას, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (ცხელება).
ეს პრეპარატი განკუთვნილია ზრდასრულებისა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.