რა არის პანთენოლი 150მლ. სპრეი და რისთვის გამოიყენება?
პანთენოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსპანთენოლს, რომელიც გარდაიქმნება პანთოთენის მჟავად (ვიტამინი B5). ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ეპითელიზაციასა და რეგენერაციაში. პანთენოლი აჩქარებს კანის უჯრედების განახლებას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ამცირებს ანთებას. გამოიყენება სხვადასხვა სახის კანის დაზიანებების სამკურნალოდ, როგორიცაა: მზის დამწვრობა, მსუბუქი დამწვრობა (I-II ხარისხის), ნაკაწრები, აბრაზიები, ქრონიკული წყლულები, კანის სიმშრალე და აქერცვლა, საფენის გამონაყარი, ასევე პოსტოპერაციული ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. მისი გამოყენება რეკომენდებულია ლაქტაციის პერიოდში ბზარების სამკურნალოდაც.