ოტრივინი-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირი (>1/100): ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წვა, ჩხვლეტა, ცემინება. იშვიათი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება. ხანგრძლივი ან ხშირი გამოყენებისას (>7 დღე) შესაძლებელია ცხვირის შეშუპების გაძლიერება (რიკოშეტური რინიტი).