რა არის ნუროფენი ექსპრეს ფორტე და რისთვის გამოიყენება?
ნუროფენი ექსპრეს ფორტე შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ანთების, ტკივილის და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის შეფერხებით.
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
- თავის ტკივილი, შაკიკი
- კბილის ტკივილი
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- ზურგის ტკივილი
- მენსტრუალური ტკივილი
- გრიპის და გაციების სიმპტომები (ცხელება, შემცივნება, ტკივილი)