ნივალინი 10მგ #20ტ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ: გაქვთ ალერგია გალანტამინზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე; აღგენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <9 მლ/წთ); აღგენიშნებათ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
მიიღეთ სიფრთხილით და აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ: გულის რიტმის დარღვევა, ბრადიკარდია, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (აქტიური ან ანამნეზში), ეპილეფსია, ბრონქული ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შარდვის გაძნელება. ოპერაციამდე ანესთეზიოლოგს აცნობეთ ამ პრეპარატის მიღების შესახებ.