რა არის ნიმესილი და რისთვის გამოიყენება?
ნიმესულიდი (Nimesil) მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების და ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის შეფერხებით.
გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- მწვავე ტკივილის სინდრომი (მაგ. ტრავმის, კბილის ამოღების, მწვავე ოსტეოართრიტის შემდეგ).
- სიმპტომური მკურნალობა ოსტეოართრიტის დროს.
- სიმპტომური მკურნალობა რევმატოიდული ართრიტის დროს.
- პირველადი დისმენორეა (მენსტრუალური ტკივილი).
ნიმესულიდი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა აასს-ები არ არის ეფექტური ან არ შეიძლება გამოყენებულ იქნას. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე.