რა არის ნევროზალი სლიფ ბენე#30ტ და რისთვის გამოიყენება?
ნევროზალი სლიფ ბენე#30ტ შეიცავს დიფენჰიდრამინს, რომელიც მიეკუთვნება პირველი თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებს. მას გააჩნია დამამშვიდებელი და საძილე ეფექტი, რაც განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით. პრეპარატი გამოიყენება მოკლევადიანი, გარდამავალი უძილობის სამკურნალოდ, დაძინების გაძნელების ან ღამის განმავლობაში ხშირი გამოღვიძებისას. ATC კლასიფიკაციით N05CM59 - სხვა საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები. დიფენჰიდრამინი ბლოკავს H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს, რითაც ამცირებს ფსიქომოტორულ აქტივობას და იწვევს ძილიანობას.