რა არის ნებილეტი ტაბლეტი 5მგ #28 და რისთვის გამოიყენება?
ნებილეტი 5მგ შეიცავს ნებივოლოლს, რომელიც ბეტა-ბლოკერების ჯგუფის პრეპარატია. ის ამცირებს გულისცემას და არტერიულ წნევას სისხლძარღვების გაფართოებით. ნებივოლოლის ძირითადი დანიშნულებაა ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) მკურნალობა. ექიმი ნიშნავს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკულად მომატებული არტერიული წნევა, რათა შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.