მოვალისი 7.5მგ #20ტ-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
მელოქსიკამის ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ლეთარგია, ძილიანობა. იშვიათად - კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის უკმარისობა, კომა. თუ აღნიშნეთ რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას. წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.