მოქსინი ტაბლეტი 400მგ #5-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ: გაქვთ ალერგია მოქსიფლოქსაცინზე ან სხვა ფტორქინოლონზე; გაქვთ ან გქონიათ გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება) ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება; სისხლში კალიუმის დაბალი დონე გაქვთ; გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ: გაწუხებთ ეპილეფსია ან გაქვთ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება; გაქვთ მიასთენია გრავისი (ამ შემთხვევაში პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია); წარსულში გქონიათ მყესებთან დაკავშირებული პრობლემები; ხართ 60 წელზე მეტი ასაკის; იღებთ კორტიკოსტეროიდებს. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატი არ გამოიყენება.