რა არის მოქსინი ტაბლეტი 400მგ #5 და რისთვის გამოიყენება?
მოქსიფლოქსაცინი აფერხებს ბაქტერიების სასიცოცხლო ფერმენტების (ტოპოიზომერაზა II და IV) მუშაობას, რაც აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას და იწვევს მათ განადგურებას. პრეპარატი აქტიურია გრამდადებით, გრამუარყოფით ბაქტერიებსა და ანაერობებზე.
ჩვენებები: თემში შეძენილი პნევმონია; ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება; მწვავე ბაქტერიული სინუსიტი; კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები. ექიმის დანიშნულებით გამოიყენება მაშინ, როცა სხვა, ნაკლებად ძლიერი ანტიბიოტიკები არაეფექტურია ან შეუფერებელია. ფტორქინოლონები სარეზერვო ანტიბიოტიკებია და არ გამოიყენება მსუბუქი ინფექციების სამკურნალოდ.