მილდრონატი 250მგ #40კაფს-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), გულის რითმის დარღვევა, გულმკერდის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულისრევა, ღებინება, შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, ეპიგასტრიუმის ტკივილი). იშვიათად აღინიშნება: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება), შფოთვა, თავბრუსხვევა, კანის სიწითლე, სისხლის წნევის ცვლილება, მომატებული ოფლიანობა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მომატება) და ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების მომატება).