რა არის მაალოქსი და რისთვის გამოიყენება?
მაალოქსი შეიცავს ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდებს, რომლებიც კუჭის მჟავასთან რეაქციით ნეიტრალიზებენ მას. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავასთან ასოცირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა: გულძმარვა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მომატებული მჟავიანობა (ჰიპერაციდული გასტრიტი), კუჭის წყლული (კომპლექსურ თერაპიაში). ATC კლასი: A02AA03 - ანტაციდები.