რა არის ლოპერმიდი ტაბლეტი 2მგ #20 და რისთვის გამოიყენება?
ლოპერამიდი ამცირებს ნაწლავის კუნთების შეკუმშვის სიჩქარეს, რის გამოც ნაწლავი მეტ წყალს შეიწოვს და განავალი სქელდება. პრეპარატი არ კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს ან ვირუსებს, მხოლოდ სიმპტომს ამცირებს.
ჩვენებები: მწვავე ფაღარათი (მაგ., მოგზაურთა დიარეა, კვებითი მოწამვლა), ქრონიკული ფაღარათი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) ფონზე, ასევე ილეოსტომიის (ნაწლავის სტომა) მქონე პაციენტებში განავლის მოცულობის კონტროლისთვის. ქრონიკული ფაღარათის შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.