რა არის ლევოქსიმედი ტაბლეტი 500მგ #7 და რისთვის გამოიყენება?
ლევოქსიმედი 500მგ შეიცავს ლევოფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. ის კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ინფექციებს.
ჩვენებები
- სასუნთქი სისტემის ინფექციები: პნევმონია (ფილტვების ანთება), მწვავე ბრონქიტი.
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, პიელონეფრიტი (თირკმლის ანთება).
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
- სინუსიტი (წიაღების ანთება).
- პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება).
- სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები არაეფექტურია.
ლევოქსიმედი ინიშნება ექიმის მიერ ბაქტერიული ინფექციის დიაგნოსტიცირების შემდეგ, როდესაც აუცილებელია ეფექტური ანტიბაქტერიული მკურნალობა.