რა არის ლევომაკი ტაბლეტი 500მგ #5 და რისთვის გამოიყენება?
ლევოფლოქსაცინი კლავს ბაქტერიებს ბაქტერიული DNA-გი-რაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის ბლოკირებით. ამის გამო ბაქტერია ვეღარ მრავლდება და იღუპება. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე.
ჩვენებები: თემში შეძენილი პნევმონია, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, გაურთულებელი და გართულებული შარდგზების ინფექციები, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
ექიმი ნიშნავს მხოლოდ მაშინ, როცა სხვა, ნაკლებად ძლიერი ანტიბიოტიკები არაეფექტურია ან არ შეესაბამება პაციენტის მდგომარეობას. ეს არის EMA-ს რეკომენდაცია ფტორქინოლონებისთვის.