რა არის ლაზოლვანი ხსნარი საინჰალაციო 7.5მგ/1მლ 100მლ ფლაკონი #1 და რისთვის გამოიყენება?
ლაზოლვანი (ამბროქსოლი) მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ათხელებენ ნახველს და აადვილებენ მის ამოსახველებას. ATC კოდი: R05CB02. მოქმედების მექანიზმი: ააქტიურებს ფილტვებში სპეციფიური უჯრედების მიერ სურფაქტანტის (სიმლანის) გამომუშავებას, რომელიც ამცირებს ნახველის ზედაპირულ დაძაბულობას და აადვილებს მის ევაკუაციას ბრონქებიდან. ასევე, აძლიერებს ლორწოვან გარსში არსებული წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის მექანიკურ გამოყოფას. ლაზოლვანი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად ამოსაღები ნახველი, მაგალითად: ბრონქიტი, ფილტვების ანთება (პნევმონია), ბრონქოექტაზია.