ლაზოლვანი 30მგ/5მლ 100მლ სიროფ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: ამბროქსოლის ან სიროფის რომელიმე შემადგენლის მიმართ ალერგია გაქვთ; გაქვთ ფრუქტოზის აუტანლობა (სიროფი შეიცავს სორბიტოლს).
სიფრთხილით: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული — ამბროქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ლორწოვანის გაღიზიანება. თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობისას — ექიმთან კონსულტაცია სავალდებულოა. ხველის ჩამხშობ საშუალებებთან ერთად არ მიიღოთ — ნახველი ფილტვებში დაგროვდება.