რა არის ლატიკორტი და რისთვის გამოიყენება?
ლატიკორტი 0.1% არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელიც მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, აქვეითებს ქავილს და ამცირებს კანის გაწითლებას. იგი აფერხებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს და ამით ამცირებს ანთებით პროცესებს. გამოიყენება სხვადასხვა ანთებითი და ალერგიული ხასიათის კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი და სხვა. ასევე გამოიყენება მწერის ნაკბენით გამოწვეული კანის რეაქციების შესამსუბუქებლად.