კოკლავი 457მგ/5მლ 70მლ სუსპ-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ხშირი გვერდითი მოვლენები (>1/100): დიარეა, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი. იშვიათი გვერდითი მოვლენები (<1/1000): კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ჰეპატიტი, კრისტალურია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, აგზნება, უძილობა, კრუნჩხვები, ფსევდომემბრანული კოლიტი. მძიმე ალერგიული რეაქციის ან სისხლიანი დიარეის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.