რა არის კეტონალი კაფსულა 50მგ #25 და რისთვის გამოიყენება?
კეტოპროფენი ბლოკავს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, რომელიც ორგანიზმში ანთებას, ტკივილსა და ცხელებას იწვევს. შედეგად მცირდება შეშუპება, სიწითლე და ტკივილი.
ჩვენებები: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, ანკილოზური სპონდილიტი (ხერხემლის ანთება), ზურგისა და სახსრების ტკივილი, პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ტკივილი, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, თავის ტკივილი. ექიმი დანიშნავს ასევე ქრონიკული ტკივილის სინდრომისას, როცა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი არასაკმარისია.