რა არის კალცემინი ტაბლეტი #120 და რისთვის გამოიყენება?
კალცემინი ავსებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას და ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. D3 ვიტამინი აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ხოლო თუთია, მანგანუმი, სპილენძი და ბორი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში.
ჩვენებები: კალციუმისა და მინერალების დეფიციტი; ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა; ორსულობა და ძუძუთი კვება (კალციუმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად); მოზარდობის ასაკში ძვლის ზრდის ხელშეწყობა; მენოპაუზის პერიოდში ძვლოვანი მასის შენარჩუნება.