რა არის იბუპროფენი ტაბლეტი 200მგ #50 და რისთვის გამოიყენება?
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების, ტკივილისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის დათრგუნვის გზით. პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა სახის მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, კუნთოვანი ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, ასევე ტკივილისა და ანთების შესამცირებლად ტრავმების ან რევმატული დაავადებების დროს. გამოიყენება გრიპისა და გაციების სიმპტომებისას, როგორიცაა ცხელება (ტემპერატურის მომატება).