რა არის იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 200მლ ფლაკონი #1 და რისთვის გამოიყენება?
იბუპროფენი ნორმონი შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის ამცირებს ტკივილს, ანთებას და სიცხეს, ბლოკავს რა ორგანიზმში ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნას. ეს პრეპარატი განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებში: * სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად (ცხელება), რომელიც გამოწვეულია გრიპით, გაციებით ან სხვა ინფექციური დაავადებებით. * სხვადასხვა სახის ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი. * ბავშვებში ანთებითი მდგომარეობების დროს.