რა არის იბუპროფენი დენკი ტაბლეტი 400მგ #20 და რისთვის გამოიყენება?
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების, ტკივილის და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) წარმოქმნის შეფერხებით. გამოიყენება: თავის, კბილის, კუნთების, სახსრების, ზურგის ტკივილისას; მენსტრუალური ტკივილისას; გრიპის და გაციების სიმპტომებისას (ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი); პოსტოპერაციული ტკივილისას; რევმატიული დაავადებებისას (ექიმის დანიშნულებით).