რა არის ჰეპარინი გელი 1000სე/1გრ 50გრ #1 და რისთვის გამოიყენება?
ჰეპარინი გელი მოქმედებს ისე, რომ კანის ზედაპირიდან ჰეპარინი შეიწოვება ქსოვილებში, აფერხებს სისხლის მიკროთრომბების წარმოქმნას და ხელს უწყობს უკვე არსებული შეშუპებისა და ჰემატომის (სისხლჩაქცევის) ალაგებას.
ჩვენებები: ზედაპირული თრომბოფლებიტი (ზედაპირული ვენების ანთება თრომბთან ერთად), ტრავმის შემდგომი ჰემატომები და შეშუპებები, სახსრებისა და რბილი ქსოვილების ტრავმები (დაჟეჟილობა, დაჭიმვა), ვარიკოზული ვენების თანმდევი ტკივილი და სიმძიმე ფეხებში.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ოპერაციის შემდგომი ჰემატომების რეზორბციისთვისაც.