ჰარტილი ამლო-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ: გაქვთ ალერგია რამიპრილზე, ამლოდიპინზე ან სხვა ACE ინჰიბიტორზე; ანგიოედემა გქონიათ წარსულში; ხართ ორსულობის II-III ტრიმესტრში; გაქვთ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი; იღებთ ალისკირენს დიაბეტის დროს.
სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში: აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი; ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის მომატებული დონე); თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა; ხანდაზმული ასაკი. ამ შემთხვევებში ექიმი შეარჩევს დოზას ინდივიდუალურად.