რა არის გალაზოლინი და რისთვის გამოიყენება?
გალაზოლინი (აქტიური ნივთიერება ქსილომეტაზოლინი) მიეკუთვნება დეკონგესტანტების ჯგუფს, რომლებიც ავიწროებენ ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს. ეს ამცირებს შეშუპებას და აადვილებს ცხვირით სუნთქვას.
გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- გაციებით გამოწვეული ცხვირის შეგუბება;
- ალერგიული რინიტი (ალერგიული ხასიათის სურდო);
- სინუსიტი (წიაღების ანთება), ცხვირის შეშუპების შესამცირებლად;
- ყურის ინფექციების დროს, ცხვირ-ხახის სავენტილაციო ფუნქციის გასაუმჯობესებლად.