რა არის ფრომილიდი(კლარიტრომიც) ტაბლეტი 500მგ #14 და რისთვის გამოიყენება?
კლარითრომიცინი მაკროლიდური ანტიბიოტიკია, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ზრდას ცილის სინთეზის ბლოკირების გზით, რითაც ხელს უშლის ბაქტერიის გამრავლებას.
ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი), ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, შუა ყურის ანთება (ოტიტი). ასევე გამოიყენება Helicobacter pylori-ს ერადიკაციის სქემაში, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.
პრეპარატი ინიშნება ბაქტერიული ინფექციის დადასტურებისას. ვირუსული ინფექციების (გრიპი, გაციება) დროს ანტიბიოტიკი არ მოქმედებს.