რა არის ფლავამედი ტაბლეტი 30მგ #20 და რისთვის გამოიყენება?
ფლავამედი (ამბროქსოლი) მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს. ის მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, ათხელებს ნახველს და აადვილებს მის ამოსახველებას. პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-ფილტვის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს რთულად ამოსაღები ნახველი. ესენია, მაგალითად, ბრონქიტი, ფილტვების ანთება (პნევმონია) და სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ ლორწოს ჭარბ გამომუშავებას. ATC კლასი: R05CB02 - ამბროქსოლი.