რა არის ფენიბუტი-ასტრაფარმი 250მგ#20ტ და რისთვის გამოიყენება?
ფენიბუტი-ასტრაფარმი (აქტიური ნივთიერება: ფენიბუტი) მიეკუთვნება ნოოტროპული საშუალებების ჯგუფს, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ძირითადად ამცირებს შფოთვის, დაძაბულობის, შიშისა და უძილობის სიმპტომებს. პრეპარატი აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას, კონცენტრაციას და მეხსიერებას. ასევე გამოიყენება პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის, ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისა და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევების სამკურნალოდ. ATC კოდი: N06BX22.