რა არის ესპუმიზანი ექსტრა და რისთვის გამოიყენება?
ესპუმიზანი ექსტრა (სიმეთიკონი) მიეკუთვნება გაზების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნაწლავებში დაგროვილი გაზების ბუშტუკების ზედაპირული დაძაბულობის შემცირებაში, რის შედეგადაც გაზები იშლება და ორგანიზმიდან ადვილად გამოიყოფა. პრეპარატი გამოიყენება:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჭარბი გაზების წარმოქმნისა და დაგროვებისას (მეტეორიზმი), რომელიც ვლინდება შებერილობით, მუცლის არეში დისკომფორტით ან ტკივილით.
- ოპერაციის შემდგომ პერიოდში გაზების დაგროვების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
- დიაგნოსტიკური კვლევებისას (მაგ. ენდოსკოპია, რენტგენოგრაფია) ნაწლავების შიგთავსის გაზებისგან გასათავისუფლებლად.