რა არის დოქსაფინი და რისთვის გამოიყენება?
დოქსოფილინი მიეკუთვნება ქსანთინების ჯგუფს (ATC: R03DA11). მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთოვან ქსოვილზე — აფართოებს სასუნთქ გზებს და აადვილებს ჰაერის ნაკადს ფილტვებში. თეოფილინის მსგავსი, მაგრამ უკეთესი ამტანობით გამოირჩევა — ნაკლები გულ-სისხლძარღვთა გვერდითი ეფექტები.
ჩვენებები: ბრონქული ასთმა (მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე), COPD (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ბრონქოსპაზმი. ექიმი დანიშნავს, როცა ინჰალატორებთან ერთად დამატებითი ბრონქოდილატაცია საჭიროა, ან როცა თეოფილინს ვერ იტანს პაციენტი.