რა არის დიკლოფლექსი გელი და რისთვის გამოიყენება?
დიკლოფლექსი გელი შეიცავს დიკლოფენაკს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). ის მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. გამოიყენება კუნთების, მყესების, იოგებისა და სახსრების ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა: სპორტული დაზიანებები, დაჭიმვები, მყესების ანთება (ტენდინიტი), იოგების დაჭიმვა, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი ოსტეოართრიტის დროს.