რა არის დიფეროლი და რისთვის გამოიყენება?
კოლეკალციფეროლი (ვიტამინ D3) არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ნაწლავში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აძლიერებს და ძვლების მინერალიზაციას უზრუნველყოფს.
ჩვენებები: ვიტამინ D-ის დეფიციტი და არასაკმარისობა; ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა; რაქიტის პროფილაქტიკა; კუნთების სისუსტე D ვიტამინის ნაკლებობის ფონზე; კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა.
ექიმი დანიშნავს, როცა სისხლის ანალიზი (25-OH ვიტამინ D) აჩვენებს დაბალ დონეს (<30 ნგ/მლ), ან ოსტეოპოროზის რისკ-ჯგუფში ხართ (მენოპაუზის შემდეგ, ხანდაზმული ასაკი, კორტიკოსტეროიდების მიმღები).