რა არის დიეტფარმი მაგნიუმის გლიცინატი#80კ და რისთვის გამოიყენება?
მაგნიუმის გლიცინატი არის მაგნიუმის ფორმა, რომელიც ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, მათ შორის: ენერგიის მეტაბოლიზმში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვაში, გულის რითმის რეგულაციაში და ძვლების ჯანმრთელობაში. პრეპარატი ინიშნება მაგნიუმის დეფიციტის დროს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს არასაკმარისი კვებით, გაძლიერებული ფიზიკური ან ფსიქიკური დატვირთვით, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით. ეფექტურია დაღლილობის, გაღიზიანებადობის, ძილის დარღვევების, კუნთების კრუნჩხვების და თავის ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად.